შალვა პაპუაშვილი: დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია - ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბევრი ისეთი ქვეყანა ცდილობს საქართველოს დემოკრატია ასწავლოს, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები მაშინ, როცა საქართველოში არჩევნები ქალთა და კაცთა თანაბარი უფლებით ჩატარდა.

სწორედ ასეთ დღეს უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ქართველები, თუ როგორი დემოკრატიული გამოცდილება და ისტორია გვაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია - ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა იყო არჩევნები, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები, თან კაცებისა და ქალების თანაბარი საარჩევნო უფლებებით ჩატარდა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს დიდი დემოკრატიული ტრადიცია აქვს.
„არ უნდა დავიკომპლექსოთ თავი, როდესაც ახლად გამოჩენილი დემოკრატიის მასწავლებლები ცდილობენ აგვიხსნან, გვასწავლონ რა არის დემოკრატია. ჩვენ დიდი დემოკრატიული ტრადიცია გვაქვს. ის, რომ 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად პირველი, რაც გააკეთეს ქართველებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საარჩევნო სისტემის შექმნა იყო, იმას აჩვენებს, რომ ეს გამოცდილება ასევე ილექებოდა იმ თაობაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მოგვყვება დღემდე. ასე რომ, ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მომენტი არის“, - აცხადებს პაპუაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…