მინსკში აცხადებენ, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი აცხადებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებებში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლო გახადა შემდგომი შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გადატანა.

გალუზინისა და ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია შინაარსიანი მოლაპარაკებების გამო, რაზეც ინფორმაცია ქართული და რუსული მხარისგან მიიღო. ასევე, რიჟენკოვი ახსენებს "პროგრესს", რომელმაც მისი თქმით, "შესაძლებელი გახადა" მოლაპარაკებების უკვე დედაქალაქებში გადატანა.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ძალიან ხანგრძლივი და საკმაოდ შინაარსიანი მოლაპარაკებების დროს - ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან - მხარეებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს ორმხრივი ნდობის გაძლიერებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა”, - აცხადებს რიჟენკოვი.
მისივე თქმით, ყველაზე სანდო სწორედ დედაქალაქებში მოლაპარაკებებია.
„რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ,” - განაცხადა რიჟენკოვმა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის პირველი შეხვედრა შედგა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…