ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გაგვწირეს" - კახეთში მევენახეების პროტესტია

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შილდასა და ახალსოფელში მევენახეები პროტესტს მართავენ და ყურძნის შესყიდვის პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, გაზომილი შაქრიანობა ქარხნების მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც დაბალ ფასს სთავაზობენ, რაც ხარჯებს ვერ ფარავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა მევენახის მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.

"გაგვწირეს" - კახეთში მევენახეების პროტესტია
"გაგვწირეს" - კახეთში მევენახეების პროტესტიაTV პირველი

კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება. უკვე მეორე დღეა, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული ავტომობილებია გაჩერებული - მევენახეების ნაწილი ამბობს, რომ დაკრეფილი მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს და ყურძნის შესყიდვის პირობებს აპროტესტებს.

პროტესტი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელშიც გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.

ვენახები აგვაშენებინა სახელმწიფომ. გინდა თუ არა, მითითებული გვქონდა, რომ ზუსტად საფერავი უნდა აგვეშენებინა. იმაზე იძლეოდნენ კრედიტებს, სხვა არაფერზე. ავაშენეთ ეს ვენახები, დღესდღეობით რა დღეში გვყრიან? ლარნახევარი უმაღლეს ხარისხში ფასია, ხალხო? ერთი კილო ყურძნის მოყვანა რა ჯდება? საწვავი რა ფასია? შხამქიმიკატი რა ფასია? 30 თეთრიო... ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს 30 თეთრი საერთოდ ამოიღონ ფასიდან. შვილები სტუდენტები მყავს, შენახვა არ უნდა, კაცო? რით ვიარსებო? ქურდობა დავიწყო? ქვეყნიდან გავიქცე? გაგვწირეს!, - ამბობს გლეხი.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რის გამოც ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო 2026 წლის რთველის ფარგლებში ყველა მევენახის მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს, მათ შორის დაბალი ხარისხის ან დაზიანებული ყურძნისაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ყურძნის შაქრიანობაზე დამოკიდებული შემოსავალი - მინისტრი მევენახეებს პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები