პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო - ლევან მეხუზლა

კახეთში მიმდინარე რთველის ფარგლებში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 74% ხარისხიანია. უხვი ნალექის გამო ყურძნის შაქრიანობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ჩასაბარებელ ფასებში ცვლილებები შევიდა.

ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო - ლევან მეხუზლა
რუსთავი 2

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

"ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან - 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არცერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს დაფიქსირდა უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, 22 სექტემბერს ცვლილებები შევიდა ჩასაბარებელი ყურძნის დიფერნცირებულ ფასებში და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრა ახალი ფასები.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან შემდეგი პირობებით ჩაიბარებს:

კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - ღვინის ეროვნული სააგენტო
  2. BM.GEოპოზიციურიკახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები
  3. BM.GEოპოზიციურისაპროგნოზო 320 ათასი ტონიდან 48 ათასი უკვე დაბინავებულია - როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება - სონღულაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები