მევენახეების პროტესტი კახეთში - მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებს
კახეთში, სოფელ შილდში მევენახეები პროტესტს მართავენ და ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები აპროტესტებენ დაბალ ფასსა და რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 17 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძენი მხოლოდ 30 თეთრად ბარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმყოფება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი.

მევენახეების პროტესტი კახეთში - ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ხალხმა გზის გადაკეტვაც სცადა.
მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებს. ქარხნებში მიტანილ ყურძენზე ეუბნებიან რომ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
პროტესტი დილიდან ყვარლის რაიონის, სოფელ შილდიდან დაიწყო, სადაც ხალხი ყურძნის დაბალ ფასად შესყიდვას აპროტესტებდა.
როგორც ისინი ამბობენ, წინასწარ აღებული სინჯებით შაქრიანობა ყურძენში ზღვარე მეტია, ხოლო ქარხანაში შემოწმების შემდეგ ეუბნებიან, რომ დაბალი შაქრიანობის გამო დაბალ ფასად უნდა ჩაიბარონ.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელიც. მევენახეები ითხოვენ, რომ შეიცვალოს რეგულაცია, რომლის მიხედვით, ყურძენს, რომელსაც 17 პროცენტზე დაბალი შაქრის შემცველობა აქვს, მხოლოდ 30 თეთრად იბარებენ.
ფიქრობთ რომ 30 თეთრი მისაღებია? მთავრობა, რომელმაც ეს დადგენილება მიიღო ამ ხალხის არჩეულია, ეს ხალხი მოითხოვს, რომ მოიწვიონ საგანგებო მთავრობის სხდომა და შეიცვალოს ეს დადგენილება,- ამბობენ ადგილობრივები.
მევენახეები დახმარებას ითხოვენ.
დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…