პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა – სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ, ვიდრე ევროკავშირი ნაბიჯებს გადადგამს?

ქართული ოცნებასაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ითხოვს.

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა – სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ, ვიდრე ევროკავშირი ნაბიჯებს გადადგამს?
პირველი არხი

საქართველომ კურსი შეიცვალა, ქვეყანაში დემოკრატიას სისტემატურად ახშობენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, არ უნდა დაუშვან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს.

„კიდევ რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ? კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, ვიდრე ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს? მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმა იმყოფება. ოპოზიციის აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან – ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარი აღრიცხა. ეს სია სრული არ არის.

საქართველომ კურსი შეიცვალა. ახლა ის რუსეთის გავლენისკენ მიემართება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო კაპიტალის მოძრაობის ადგილად იქცევა, ქვეყანაში კი დემოკრატიას სისტემატურად ახშობენ. დროა, დავასრულოთ დეკლარაციების გაკეთება. მოვითხოვ პერსონალური სანქციების დაწესებას ივანიშვილის ოჯახის წევრების, მისი პოლიტიკური და ბიზნესგარემოცვის წინააღმდეგ, მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეების ნებისა და მათი ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
  3. TV პირველიოპოზიციურიმალგოჟატა გოშევსკა: მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე – პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა, მას შვიდი წელი მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები