პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით

ქართული ოცნება

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით
ნეტგაზეთი

ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება პაატა ბურჭულაძის და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების საკითხზე.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, 71 წლის პაატა ბურჭულაძეს — გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში — 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის, 2025 წლის 4 ოქტომბრის დემონსტრაციების კვალდაკვალ, სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისთვის.

რეზოლუცია მიუთითებს, რომ ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა, ის უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს და არსებობს სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობასთან, სასჯელის პროპორციულობასა და მისი პატიმრობის

პირობებთან დაკავშირებით.

რეზოლუციით ევროპარლამენტი:

მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მსჯავრდადებას; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა პოლიტპატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა;

მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, იურიდიულ დახმარებასა და ოჯახთან რეგულარულ კონტაქტზე; მოითხოვს ბურჭულაძის უფლებების სრულ პატივისცემას შეუფერხებელ საკონსულო წვდომასთან დაკავშირებით;

დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციონერი ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად

მოტივირებული დევნა და სასამართლო გზით შევიწროება, და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება;

მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას;

კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის;

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე

პასუხისმგებელ პირებს; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კვლავ იმეორებს მოწოდებას მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო

აკრძალვების დაწესების შესახებ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის,

შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საქმეებზე დებატების ფარგლებში იმსჯელებს. დებატებზე ევროკომისიის პოზიციას ჰენა ვირკუნენი წარმოადგენს — ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე და ასევე, არის ევროკომისარი ციფრული და მოწინავე ტექნოლოგიების საკითხებში.

რეზოლუციაზე კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგათავისუფლდნენ ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები - რეზოლუციის პროექტი
  2. TV პირველიოპოზიციურისანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ – რა წერია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტებში
  3. რუსთავი 2სამთავრობოევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართება - დოკუმენტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება
  4. პირველი არხისამთავრობო„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი – პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სასამართლოს გამოყენების მაგალითს
  5. რუსთავი 2სამთავრობორეზოლუცია საქართველოს შესახებ - ოპოზიციას და მათ გარე ლობისტებს სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, კანონს გვერდს არ აუვლის
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები