პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ითხოვს. მისი თქმით, საქართველო რუსული გავლენისკენ მიემართება, ქვეყანაში კი დემოკრატია სისტემატურად იხრჩობა.

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა
იმედინიუსი

კიდევ რამდენი ქართველი უნდა ჩასვან ციხეში, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, სანამ ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს? მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ.

„ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარი შეიყვანა სიაში. ეს სია სრული არ არის. საქართველომ კურსი შეიცვალა: ახლა ის რუსული გავლენისკენ მიემართება, იქცევა სანქციებისთვის თავის არიდებისა და უკანონო კაპიტალის მოძრაობის ადგილად, ხოლო მისი დემოკრატია სისტემატურად იხრჩობა. დროა, დასრულდეს დეკლარაციები, ვითხოვ პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესწრის წინააღმდეგ: აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ნუ მივცემთ რუსულ ინტერესებს უფლებას, გაიმარჯვონ საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები