პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

იუკნევიჩიენე: მოდით, ჩვენ ქართველებივით ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე. მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე პაატა ბურჭულაძისა და სხვა დაკავებულების მძიმე საპატიმრო პირობებზეც ისაუბრა.

იუკნევიჩიენე: მოდით, ჩვენ ქართველებივით ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
TV პირველი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე გამოსვლისას განაცხადა თქვა, რომ შაბათს 2 წელი ხდება ქართველებსი დაუღალავი პროტესტიდან.

მან ევროკავშირს მოუწოდა - "მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე ".

ევროპარლამენტარმა საქართველოში დაკავებული პირების, მათ შორის პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებზეც ისაუბრა.

პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.

გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.

მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენს ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობორასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
  2. პირველი არხისამთავრობორასა იუკნევიჩიენე – პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა, მას შვიდი წელი მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურირასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები