ტობიას კრემერი - ბურჭულაძის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებებით - კოლეგებო, გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს და ივანიშვილს სანქციები დავუწესოთ
ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი კოლეგებს მოუწოდებს, გვერდში დაუდგნენ ქართველ პოლიტპატიმრებს და ბიძინა ივანიშვილს მიზანმიმართული სანქციები დაუწესონ.

კოლეგებო, გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს და ივანიშვილს მიზანმიმართული სანქციები დავუწესოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
„პაატა ბურჭულაძემ სახელი თავისი ხმის ძლიერებით გაითქვა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საოპერო მომღერალი, მისი ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე ოპერის დარბაზებს ავსებდა. მაგრამ, დღეს მისივე ხელისუფლება ცდილობს ეს ხმა ჩაახშოს შეთითხნილი ბრალდებების მეშვეობით ციხეში გამოკეტვით. მისი დანაშაული კი ის არის, რომ მან გაბედა ხმის ამოღება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის ჩრდილის ქვეშ მყოფ ბელარუსული სტილის რეჟიმად აქციოს“, - განაცხადა ტობიას კრემერმა
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მარტო არ არის და საქართველოს მოსახლეობის 80%-ს კვლავ სურს ევროპული მომავალი.
„უკვე თითქმის ორი წელია, ისინი ქუჩაში გამოდიან. ხმას იმაღლებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებენ, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან პაატასა და მზია ამაღლობელის მსგავსად პატიმრობის რისკის ქვეშ დგებიან, თუმცა ისინი მაინც არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, არც ჩვენ ვთქვათ მათზე უარი. გვერდში დავუდგეთ ქართველ პოლიტპატიმრებს, დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ზეწოლა ამ რეჟიმზე იქამდე, ვიდრე პაატასა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, - აღნიშნა კრემერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…