რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე. მან ყურადღება გაამახვილა პაატა ბურჭულაძისა და სხვა დაკავებულების საპატიმრო პირობებზე.

შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენც ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე. ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
ევროპარლამენტარმა საქართველოში დაკავებული პირების, მათ შორის 71 წლის საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
იუკნევიჩიენე ევროკავშირს იმ პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებს, ვინც, მისი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის შეფერხებაზეა პასუხისმგებელი.
“პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი დიადი ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეშია. შვიდი წელი აქვს მისჯილი ქართველ ხალხთან ერთად დგომისთვის. ის მარტო არაა.
გასულ კვირას ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხის საშინელი პირობების შესახებ გვითხრეს. დღეს ნინი მანჯგალაძეს შევხვდი, რომლის მამაც ბურჭულაძესთან ერთად გაასამართლეს. ნინი დღეს აქ არის ჩვენთან.
მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში ხუთ სხვა პატიმართან ერთად იმყოფება. მან მესიჯი გამოგვიგზავნა ციხიდან: “ევროპა საქართველოს სახლია”. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ მთელს ცხოვრებაზე და გაურთულოს სწავლა და სამსახურის პოვნა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ.
ამ შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან პროტესტზე თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ჩვენს ისეთივე ჯიუტები ვიყოთ, როგორც ისინი და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიარასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
რასა იუკნევიჩიენე – პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა, მას შვიდი წელი მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…