ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს
ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში შევიდა დებატები თემაზე: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება.

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ დაიწყება.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა. მასზე კენჭისყრა მომდევნო დღეს, 26 ნოემბერს გაიმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…