ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გახდა 236 მილიონი დოლარის ინვესტიციით, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 41%-ით გაიზარდა და 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მხარეები კი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ვაჭრობის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობენ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ორ ქვეყანას შორის გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად ჩატარდა.
„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული დადებითი დინამიკისა, ორივე ქვეყანა ხედავს დამატებით შესაძლებლობებს სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბების გაზრდისთვის.
„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკისა, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებზეც და ხაზი გაუსვა ჩინური კაპიტალის მზარდ წილს ქართულ ეკონომიკაში.
„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი
მარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“
ციტატები სტატიიდან
„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა“
„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკისა, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…