პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მიმდინარე წლის ორ კვარტალში 236 მილიონი დოლარის ინვესტიციით უმსხვილესი ინვესტორი გახდა.

მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი არხი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო, სატრანზიტო დერეფანი.

მარიამ ქვრივიშვილმა შუა დერეფნის კონტექსტში აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზე გააკეთა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.

„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ჯამში, მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
  2. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი
  4. BM.GEოპოზიციურიჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს - მარიამ ქვრივიშვილი
  5. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები