პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი 28 ნოემბერს ლონდონში, „ალიანს არენაზე“, ირლანდიისა და ავსტრალიის მატჩს იმსაჯებს. 32 წლის მსაჯს შეხვედრაში ინგლისელი კრისტოფერ რიდლი და შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი დაეხმარებიან.

ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
სპორტალი

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, 28 ნოემბრის ნაშუაღამევს ლონდონის „ალიანს არენაზე“ მსოფლიო რაგბის ერთა ჩემპიონატის თამაშს იმსაჯებს.

32 წლის მსაჯი ირლანდიისა და ავსტრალიის შეხვედრას განსჯის, რომელიც 0:10 საათზე დაიწყება. მას კიდეებიდან ინგლისელი კრისტოფერ რიდლი და შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი დაეხმარებიან.

ერთა ჩემპიონატის ექვს-ექვსი ტურის შემდეგ, გუნდებმა ჯგუფებში მესამე ადგილი დაიკავეს. ირლანდიამ ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო, ხოლო ავსტრალიამ ორი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ექვსი ბონუს-ქულა აიღო.ზაფხულში ეს გუნდები ერთმანეთს სიდნეიში შეხვდნენ და ირლანდიამ 33:31 გაიმარჯვა.

ერთა ჩემპიონატის ნოემბრის მატჩებში, ნიკა ამაშუკელმა იტალია - არგენტინის შეხვედრა განსაჯა, ინგლისი-ავსტრალიისა და ინგლისი-ახალი ზელანდიის მატჩებზე კი გვერდითი მსაჯი იყო.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები