ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
5 ნოემბერს უეფას ევროპა ლიგის ორ მატჩს ქართველი მსაჯთა ბრიგადები მოემსახურებიან. გოგა კიკაჩეიშვილი ნიდერლანდური ნეკისა და კვიპროსული ომონიას შეხვედრას განსჯის, ხოლო გიორგი ყრუაშვილი ავსტრიული შტურმისა და სლოვენიური ცელიეს მატჩს გაუძღვება.

5 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ნიდერლანდური ნეკისა და კვიპროსული ომონიას დაპირისპირებას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან. მეოთხე მსაჯის ბაქარ ბრეგაძე, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ავსტრიული შტურმისა და სლოვენიური ცელიეს მატჩს გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება, ვიდეორეფერის ასისტენტი კი - კობა რევაზაშვილი. გრაცში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
GFF.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…