პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ

გერმანული მედიის ცნობით, მანუელ ნოიერმა მეუღლე ანიკა ბისელი მეორე შვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში მიატოვა. ფეხბურთელის ქმედება გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებმა და საზოგადოებამ გააკრიტიკეს.

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
სპორტალი

"ბაიერნის" 40 წლის ლეგენდარული გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი კრიტიკის ობიექტი გახდა. გამოცემა Bild-ის ცნობით, ვეტერანმა კიპერმა მეუღლე ანიკა ბისელი მათი მეორე შვილის დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში მიატოვა, რათა ახალ პარტნიორთან ურთიერთობა გაეგრძელებინა.

წყარო ასევე დასძენს, რომ ნოიერი მეუღლეს, თავის 23 წლის ფიზიოთერაპევტთან ღალატობდა, სპეციალისტთან, რომელიც მას ტრავმებისგან გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

გასულ კვირას ნოიერი ახალ რჩეულთან ერთად ბრაზილიაში ისვენებდა, იქამდე კი ისინი სიცილიაზეც შენიშნეს. "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯი ბისელთან ქორწინებაში 3 წლის განმავლობაში იყო და მასთან 2 შვილი აკავშირებს.

ნოიერის კრიტიკა ცნობილი გერმანელი ფეხბურთელების მეუღლეებმაც მოიწონეს. გერმანელმა ურთიერთობების კონსულტანტმა, რუთ მარკვარდტმა მანუელ ნოიერის კრიტიკით სავსე ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეო იოზუა კიმიხის მეუღლე ლინა კიმიხმა, მარიო გიოტცეს ცოლმა ან-კატრინ გიოტცემ, მიხაელ ბალაკის მეგობარმა გოგონა სოფია შნაიდერჰანმა და ნოიერის პირველმა ცოლმა ნინამ მოიწონეს.

მარკვარდტის ბრალდება პირდაპირი და მკაცრი იყო. მისი თქმით, ქორწინებაში არსებულ პრობლემებს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ცოლის მიტოვება მშობიარობის შემდგომ პერიოდში სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი ქმედებაა.

გერმანული ტაბლოიდების ცნობით, ნოიერმა თავის მეუღლეს, ხელბურთის ყოფილ პროფესიონალ მოთამაშეს, ანიკა ბისელს განუცხადა, რომ ქორწინების გაგრძელება აღარ სურდა. ეს მოხდა სექტემბერში, მათი მეორე ვაჟის დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები