ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველი მსაჯები მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ნოემბერში გასამართ ერთა თასის შეხვედრებს იმსაჯებენ

მსოფლიო რაგბმა ნოემბრის საერთაშორისო შეხვედრების მსაჯები დაასახელა: ნიკა ამაშუკელი იტალია-არგენტინის შეხვედრას განსჯის, ხოლო საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე რუმინეთში ორ მატჩზე იმუშავებენ ასისტენტებად.

ქართველი მსაჯები მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ნოემბერში გასამართ ერთა თასის შეხვედრებს იმსაჯებენ
ქართველი მსაჯები მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასზე - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ნოემბერში გასამართ ერთა თასის შეხვედრებს იმსაჯებენიმედინიუსი

მსოფლიო რაგბმა ნოემბერში გასამართი ერთა ჩემპიონატების პარალელურად, ერთა თასისა და გასახურებელი მატჩების მსაჯებიც დაასახელა.

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ერთა ჩემპიონატზე, 14 ნოემბერს იტალია - არგენტინის შეხვედრას განსჯის, 8 ნოემბერს ინგლისი - ავსტრალიისა და 21 ნოემბერს ინგლისი - ახალი ზელანდიის მატჩებზე კი, მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება.

ის ასევე მთავარი მსაჯი იქნება ხვალ, 24 ოქტომბერს ტოკიოში, სადაც იაპონია ფიჯის ეთამაშება და 6 ნოემბერს ბათში, სადაც ინგლისი ა არგენტინა XV-ს მასპინძლობს.

კიდევ ორი ქართველი მსაჯი - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ერთა თასზე იქნებიან წარმოდგენილი. ისინი 6 ნოემბერს ბუქარესტში, „არკულზე“ რუმინეთი - ტონგას მატჩში მთავარი მსაჯის ასისტენტები არიან. ქართველები რუმინეთში დარჩებიან და 14 ნოემბერს რუმინეთი - აშშ-ს შეხვედრაშიც მოედნის მსაჯს დაეხმარებიან.

ნოემბერში ერთა თასის სამ თამაშს გამართავენ ბორჯღალოსნები. 7 ნოემბერს საქართველო „ავჭალაზე” კანადას უმასპინძლებს და მას იტალიელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება, მოედნის რეფერი კი ჯანლუკა გნეჩი იქნება.

შოტლანდიელი სემ გროვე-ვაითი განსჯის საქართველოსა და ტონგას შეხვედრას, რომელიც 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” შედგება.

21 ნოემბერს საქართველო აშშ-ს უკვე “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ პირველი სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი გუნდების ჯახმა, სწორედ ამ დღეს ერთა თასის საუკეთესო გუნდი გამოავლინოს და აქ რეფერი სამხრეთ აფრიკელი მორნი ფერეირა იქნება.

ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები