შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ანდრეი შევჩენკოს შვილმა, კრისტიან შევჩენკომ ინგლისის მეშვიდე დივიზიონის გუნდ „ბეისინგსტოკ თაუნთან“ კონტრაქტი გააფორმა. 20 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბში უკვე ჩაატარა რამდენიმე მატჩი და „ჩიპეგენთან“ გამარჯვებისას გოლიც გაიტანა.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს შვილმა, თავდამსხმელმა კრისტიან შევჩენკომ ინგლისის „ბეისინგსტოკ თაუნთან“ გააფორმა კონტრაქტი.
20 წლის კრისტიანმა ახალ გუნდში უკვე რამდენიმე მატჩი ჩაატარა, „ჩიპეგენთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლიც გაიტანა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
იქამდე კრისტიანი ინგლისის „შოლინგში“ ასპარეზობდა. „ბეისინგსტოკ თაუნი“ ინგლისის სამხრეთ ლიგაში, რანგით მეშვიდე დივიზიონში თამაშობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…