პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული და მიესალმება მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას საუბრის შიშის დაძლევის შესახებ.

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
რუსთავი 2

რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

განცხადება ლავროვმა ბელორუსში გააკეთა, სადაც ბელორუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელორუს მეგობრებს იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილი დაგვითმეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით", - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს, რომ საქართველომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დაძლიოს.

"ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც პასუხობს როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ისე ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან", - აღნიშნა ლავროვმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურილავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისერგეი ლავროვი - დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთთან კონტაქტების
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაზე: უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები