პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის პოსტზე, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა აკურთხა: ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ - სააკაშვილი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს „მრავალპოლუსიან აგენტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იგი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა, ხოლო ოპოზიცია მმართველი გუნდისთვის რუსული იარლიყის მიწებებას უშედეგოდ ცდილობს.

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის პოსტზე, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა აკურთხა: ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ - სააკაშვილი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა
იმედინიუსი

სააკაშვილი ყოველთვის ატარებდა სხვა ქვეყნის ინტერესს და ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, სააკაშვილი „მრავალპოლუსიანი“ აგენტი იყო.

ანანიძე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ, რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.

„გვახსოვს 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიტაცებული იყო. ყველამ იცის, რომ სააკაშვილს ეს არჩევნები არ მოუგია და მას ინაუგურაციაზე ჰყავდა სერგეი ლავროვი. ესეც არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. რომ დავუბრუნდეთ იმ პრორუსულ საქმეს, ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებთან ერთად, - დღესაც გრძელდება ეს ოპოზიციის მხრიდან. დაწყებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილიდან, ამის შემდეგ ომი, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციით ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალა, შემდეგ მისი ნაბიჯები ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთთან, მანამდე გარკვეული სახელების ცვლილებები, რაც იყო პროვოცირება გარკვეული სამხედრო სამზადისისთვის. დღეს რომ ისტერია აქვთ ტურისტებთან მიმართებით, ყველას გვახსოვს ყვავილებით ხელში ლარსზე როგორ ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს და როგორ ეპატიჟებოდა. გვახსოვს არაერთი განცხადება, მათ შორის ის, რომ პუტინს პატიოსანი კაცის თვალები აქვს. ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს საბედნიეროდ, კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ. ჩვენმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არაერთგზის აჩვენა სტაბილურობა და ერთგულება საქართველოს ინტერესებისადმი“, - აღნიშნა ანანიძემ.

„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იყო რუსებისგან ხელდასმული და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ იგორ ივანოვმა გაანაწილა თანამდებობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები