პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობალელოგახარია საქართველოსთვის

ცოტნე ანანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა გარემოება ნათელია და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქციაა“. სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 30 ნოემბერს განაახლებს.

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
იმედინიუსი

„ქართული ოცნების“ სარჩელში ყველა ფაქტი, ყველა გარემოება არის დღესავით ნათელი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

ცოტნე ანანიძის თქმით, ოპოზიციას რომ რაიმე სათავისო მტკიცებულებები ჰქონოდა, ევრობიუროკრატია და ყოფილი ადმინისტრაცია ჯო ბაიდენის ამ მტკიცებულებებს ყველგან და ყველაფერში გამოფენდა.

„ომთან და რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით საუბრობდით და როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში დაიჯერონ იმ ოპოზიციის არგუმენტები, რომლებიც 2008 წელს ომის წაგებას ზეიმობდნენ. ასეთი შეურაცხყოფა სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის მგონი არავის მიუყენებია მსოფლიო ისტორიაში.

ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის “ საქმიანობის კონსტიტუციურობას და მათი აკრძალვის საკითხს. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, ერთ-ერთი მოსამართლის მამის გარდაცვალების გამო 30 ნოემბრამდე გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები