ფაქტობრივად, სააკაშვილმა აღიარა, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები - ლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა.

სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტს, რომელშიც პატიმარი ექს-პრეზიდენტი საუბრობს, როგორ აკურთხა ე.წ. ვარდების რევოლუცია რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მმართველი გუნდი მორიგ აღიარებად და იმის დასტურად მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ინტერესებს არასდროს ემსახურებოდა.
2003 წლის პოლიტიკურ ცვლილებებში იგორ ივანოვი რომ მონაწილეობდა, ამას ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უარყოფენ. თუმცა ცდილობენ, რომ რუსი მაღალჩინოსნის ჩართულობა, სააკაშვილის აღიარების მიუხედავად, გააუბრალოონ და პასუხისმგებლობა სრულად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიმართ გადაამისამართონ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე ფაქტები მეტყველებს.
"ფაქტობრივად, სააკაშვილმა აღიარა ის, რომ 9 წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ და ამაზე მეტყველებს ფაქტები, რა თქმა უნდა, როდესაც 2007 წელს აღუდგინეს ეგრეთ წოდებული საზღვრები, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ოლქს, ზვიად გამსახურდიას გაუქმებული საზღვრები. ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი. გადაარქვეს სახელი ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას იმისთვის, რომ ტყვიის გასროლის გარეშე გადაებარებინათ ოკუპანტისთვის. ომამდე რამდენიმე თვით ადრე, მათ სახლში გაუშვეს ყველაზე გამოცდილი სამხედროები. ომის შემდეგ, წაგებული ომის შემდეგ, მათ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. ხელი მოაწერეს ტალიავინის დასკვნას, სადაც ეწერა, რომ თითქოს ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა სამხედრო აგრესია საქართველოში. ამის შემდეგ მათ გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამის შემდეგ, მათ გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს და მათ გადამალეს "ისკანდერის" ნაწილები, რომელიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რაც არის ნამდვილად რუსული საქმეები და რაც გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთის სასარგებლოდ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიალევან მაჭავარიანი – მიხეილ სააკაშვილმა იმდენი რამე დაუშავა საქართველოს, რომ სავარაუდოდ, მის ქმედებებში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული
მიხეილ სააკაშვილი ატარებდა ისეთი ქვეყნების ინტერესს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესთან და რამდენი ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული ძალიან რთული სათქმელია - ლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი საკაშვილის პოსტზე, სადაც ის წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა: ფაქტობრივად სააკაშვილმა აღიარა ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში ისინი რუსეთის დაკვეთით მოქმედებდნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…