მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით ძალების გაერთიანებაზე, რათა ქვეყნებს შორის ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები მეტად განვითარდეს
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ბულგარეთმა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა, – აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ოთხმხრივი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ოპერირებად ბიზნესებს მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
ანტალიაში ხელმოწერილი „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ გავაერთიანებთ ძალებს იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ გავაერთიანებთ ძალებს იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…