"უმაღლესი კლასის სპეციალისტია" - ენრიკემ "რომასთან" მატჩამდე გასპერინი აქო და ადიდა
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რომასთან“ მატჩის წინ ჯან პიერო გასპერინი შეაქო და მას უმაღლესი კლასის სპეციალისტი უწოდა. ენრიკეს თქმით, გასპერინის გუნდების თამაშის სტილი განსხვავებულია და მისთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს.

ლიგის ფაზის მე-5 ტურში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "რომას" უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ "ჯალოროსის" მწვრთნელი ჯან პიერო გასკერინი აქო.
"გასპერინი უაღრესად გამორჩეული მწვრთნელია და ძალიან მომწონს. მის გუნდებს საკუთარი სახე და თამაშის მკაფიოდ გამოხატული სტილი აქვთ, რაც განსხვავდება იმისგან, რასაც მიჩვეულები ვართ.
როდესაც "რომაში" ვიყავი, ის "ინტერს" ხელმძღვანელობდა და ყველაფერი მისთვის კარგად არ დასრულებულა. თუმცა, მან დაამტკიცა, თუ რა შეუძლია.
ის უმაღლესი კლასის სპეციალისტია და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გასპერინის გუნდების ყურება დამატებითი მოტივაციაა. ეს საინტერესო გამოწვევა იქნება", - თქვა ენრიკემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…