"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ლიონთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი ჯერ ფორმის პიკზე არ არის. მისი თქმით, პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აპრილისთვის მიაღწევენ.

ლიგა 1-ის მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "ლიონს" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გუნდი ფორმის პიკზე ჯერჯერობით არ გასულა.
"სეზონი ახლახან დაიწყო, ამიტომ ჩვენს უპირატესობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩემპიონთა ლიგაზე სამი მატჩი ჩავატარეთ და სამივეში გავიმარჯვეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წლის წინ ლიგის ფაზის ეტაპზე საუკეთესო რვა გუნდს შორის ვერ მოვხვდით. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ შედეგების სტაბილურად მიღწევა სირთულეების გადალახვა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა, მაგრამ ძალიან სახიფათო იქნებოდა, თუ გუნდი უკვე საკუთარი შესაძლებლობების პიკზე იქნებოდა. ჩვენ თანდათან ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს და ველით, რომ აპრილისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვიქნებით", - თქვა ენრიკემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…