"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
იტალიაში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი ქალაქ ფროზინონეს სტადიონს ესტუმრა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ქართველ ფეხბურთელ გიორგი კვერნაძეს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

იტალიაში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი ქალაქ ფროზინონესა და ამავე ქალაქში მდებარე სტადიონ "ბენიტო სტირპეს ესტუმრა.
ლილუაშვილს კლუბის პრეზიდენტი მაურიციო სტირპე, გენერალური დირექტორი როზარიო ზოინო, ინსტიტუციური ოპერაციების დირექტორი პიეტრო დორონცო და სპორტული დირექტორი რენცო კასტანინი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა "ფროზინონეს" ქართველ ფეხბურთელ გიორგი კვერნაძესთან. მათ ერთმანეთს მაისურები გადასცეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…