ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ის გუნდისთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა, ოპერაციის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება და მისი შემცვლელის დამატება აუცილებელი არ არის.

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარებასპორტალი

„ლიონთან“ ლიგა 1-ის მერვე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, სიტუაციის მთელი სერიოზულობა უკვე შეხვედრის დასრულებისთანავე აღვიქვით. ეს მძიმე ტრავმაა. ასეთ მომენტებში პირველ რიგში ადამიანზე ფიქრობ, იმაზე, აღდგენის როგორი რთული პროცესის გავლა მოუწევს. ეს ადვილი არაა, მაგრამ მოვალეები ვართ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ.

როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და 10-15 წლით მაღალ დონეზე ხანგრძლივი კარიერა გსურს, ტრავმას აუცილებლად მიიღებ და ამას უნდა გაუმკლავდე. თვით ასეთ ვითარებაში დადებითი მხარეები უნდა მონახო, რაც უთუოდ გამოჩნდება. ხვიჩა იყო და არის პსჟ-ს-თვის მნიშვნელოვანი, წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშე.

ასეთი ამბის შემდეგ ძნელია რაიმე პოზიტიურზე ლაპარაკი. საკმაო გამოცდილება გვაქვს და უნდა გვესმოდეს, ფეხბურთი ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან. ცხოვრებაში არის კარგი და ცუდი ეტაპები, რაც უნდა მიიღო. მნიშვნელოვანი ამის გადალახვა და იმის ჩვენებაა, როგორი მოთამაშე ხარ. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ოპერაციის მერე. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

ხვიჩას შემცვლელის დამატება აუცილებელი არ არის. სეზონის დაწყებისას ვთქვი, რომ თუ სერიოზული ტრავმები იქნებოდა, ყველაფერს გავუძლებდით. თუმცა, სიტუაციას და შესაძლო ვარიანტებს ვაკვირდებით. ასეთი ვარიანტი ჩვენთვის არსებობს“, - ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, სიტუაციის მთელი სერიოზულობა უკვე შეხვედრის დასრულებისთანავე აღვიქვით. ეს მძიმე ტრავმაა. ასეთ მომენტებში პირველ რიგში ადამიანზე ფიქრობ, იმაზე, აღდგენის როგორი რთული პროცესის გავლა მოუწევს. ეს ადვილი არაა, მაგრამ მოვალეები ვართ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და 10-15 წლით მაღალ დონეზე ხანგრძლივი კარიერა გსურს, ტრავმას აუცილებლად მიიღებ და ამას უნდა გაუმკლავდე. თვით ასეთ ვითარებაში დადებითი მხარეები უნდა მონახო, რაც უთუოდ გამოჩნდება. ხვიჩა იყო და არის პსჟ-ს-თვის მნიშვნელოვანი, წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშე. ასეთი ამბის შემდეგ ძნელია რაიმე პოზიტიურზე ლაპარაკი. საკმაო გამოცდილება გვაქვს და უნდა გვესმოდეს, ფეხბურთი ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან. ცხოვრებაში არის კარგი და ცუდი ეტაპები, რაც უნდა მიიღო. მნიშვნელოვანი ამის გადალახვა და იმის ჩვენებაა, როგორი მოთამაშე ხარ. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ოპერაციის მერე. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ხვიჩას შემცვლელის დამატება აუცილებელი არ არის. სეზონის დაწყებისას ვთქვი, რომ თუ სერიოზული ტრავმები იქნებოდა, ყველაფერს გავუძლებდით. თუმცა, სიტუაციას და შესაძლო ვარიანტებს ვაკვირდებით. ასეთი ვარიანტი ჩვენთვის არსებობს“
ლუის ენრიკე
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები