ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდი ტრავმირებული ფეხბურთელების, მათ შორის ლუკას ბერალდოსა და დუეს გამო არ დაიწუწუნებს. მისი თქმით, კლუბი იანვარში ახალი მოთამაშეების დამატებას არ გეგმავს და არსებული შემადგენლობით აგრძელებს ასპარეზობას.

ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ დაპირისპირების წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შექმნილი რთული საკადრო სიტუაციის შესახებ დაუსვეს კითხვები.
- დაიმატებთ თუ არა იანვარში ფეხბურთელებს?
- სატრანსფერო თემა ბევრჯერ განვიხილეთ. არ ვართ ვალდებული ვინმე შევიძინოთ. მხოლოდ ნახევარი წლით ვინმეს დამატებას არ ვაპირებთ. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ასეთი კლუბით, ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით არავის შიში არ გვაქვს. ტრავმირებულთა გამო ვწუხვარ, მაგრამ ეს მთელი გუნდისთვის მოტივაციის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც თამაშის ჩვეულებრივი ნაწილი. მსგავს ვითარებაში ყველა გუნდი, ყველა მწვრთნელი აღმოჩნდება, ამას უნდა მივეჩვიოთ. რა თქმა უნდა, „კვარას“ და დუეს ტრავმების სიმძიმე მთლად ნორმალური არ არის. თუმცა, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. გავიმეორებ: ეს კარგი გამოწვევაა, რომელიც მზად ვართ მივიღოთ.
- ამ მოთამაშეთა გამოკლების შედეგად გამოწვეული დანაკლისის ანაზღაურებას როგორ აპირებთ?
- დანარჩენების ხარჯზე. გგონიათ, ვიტირებთ და ვიწუწუნებთ? არა. გუნდი ასე არ მუშაობს. ხვალ ვაჩვენებთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…