ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ადგილზე მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
ე.წ. დეზერტირების ბაზართან ადგილზე მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნაა, რომლის თანახმად, ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ. თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ და ითხოვენ, რომ ძველ ადგილებზე მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. ადგილზე მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნა გახდა, რომლის თანახმად, მოვაჭრეებმა ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ.
თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ სამუშაო ტერიტორიის დათმობას.
„თითქოს კანალიზაცია უნდა გაკეთდეს. არანაირი კანალიზაცია არ გადიოდა აქ, მით უმეტეს, დღეს არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომელიც აჩვენებს, სად არის კანალიზაცია გაფუჭებული. ყრუებივით რომ მოდიან და თხრიან, ეგრე არ ხდება უკვე.
ჩვენი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან, კობახიძესთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან არის ის, რომ, როგორც ვმუშაობთ, ისე გაგვიშვან და დაგვაყენონ თავიანთ ადგილებზე. იჯარასაც ვიხდით, არაფერს ვითხოვთ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა „ტვ პირველთან“.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.