გარემოვაჭრეები – ანტისანიტარია და ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე – კალაძის განცხადება
თბილისის მერმა კახა კალაძემ მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების პროტესტს უპასუხა და განაცხადა, რომ გარევაჭრობა აკრძალულია, იწვევს ანტისანიტარიას და ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.

მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების პროტესტს დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა და თქვა
“როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა “მარჯანიშვილის” მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე.
მერმა ბრძანა ისიც, რომ “არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე” და შესთავაზა ამ ადამიანებს, სავაჭრო ადგილებში იქირაონ ადგილები და იქ გააგრძელონ საქმიანობა.
ასევე ისაუბრა მერიის პროგრამებზე ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, ოღონდ, არ დაუკონკრეტებია, რომელმა პროგრამამ შეიძლება ჩაუნაცვლოს ამ ადამიანებს შემოსავალი და ან რა შუაშია გარევაჭრობის ნებართვასთან, ჯანდაცვის პროგრამა. მან დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.
ციტატები სტატიიდან
„არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…