ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს - კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე

ე.წ. დეზერტირების ბაზარზე რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მოვაჭრეებმა 21 სექტემბერს გზა გადაკეტეს ადმინისტრაციის მოთხოვნის საპასუხოდ. მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა მოუწოდა ადმინისტრაციას, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს.

ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს - კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე
ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებს დაეხმაროს - კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზეტაბულა

ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი კერძო მესაკუთრე განახორციელებს. ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოებზე მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა, ის კერძო მესაკუთრეს მოუწოდებს, რომ სამუშაოების დასრულებამდე მოვაჭრეებს სხვა სივრცე გამოუყოს.

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო - ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია. იმაზე, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული, მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაცემულია.

თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა იქ დასაქმებული ადამიანები არ დააზიანოს და არ დააზარალოს. ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებასა და რეაბილიტაციაზე ნებართვა არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას [...] იქ დასაქმებულ ადამიანებს ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ [...] ბაზრის ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა უზრუნველყოს და მათი საქმიანობის გასაგრძელებლად შესაბამისი სივრცე გამოიყოს, რომ ისინი ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ. სანამ იქაურობის რეაბილიტაცია იქნება, ამ ადამიანებმა მუშაობა პრობლემების გარეშე უნდა გააგრძელონ". - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს ე.წ. დეზერტირების ბაზართან მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნა გახდა, რომ ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია და მოვაჭრეების მოთხოვნები - მოლაპარაკებების პროცესში მერია ჩაერთოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები