პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე ასეანის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 47-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ნიკოლოზ სამხარაძემ AIPA-ს გენერალურ სესიაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საერთაშორისო წესრიგის რღვევის ეპოქაში შევიდა, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე ისაუბრა და AIPA-PABSEC-ის ერთობლივი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.

ნიკოლოზ სამხარაძე ასეანის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 47-ე გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
რუსთავი 2

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სადაც AIPA-ს რიგით 47-ე გენერალური ასამბლეა იმართება.

ასამბლეის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და AIPA-ს შორის თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ოთხი წელია, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია და აქტიურად მონაწილეობს ასამბლეის საქმიანობაში.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ უკვე შევედით წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის თანდათანობითი რღვევის ეპოქაში, სადაც ძალაუფლების მქონე მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორები სულ უფრო ხშირად უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც სახიფათო პრეცედენტებს ქმნის და საფრთხეს უქმნის მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენი ვალია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გავაძლიეროთ დიპლომატიის როლი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე. მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციაზე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, ეთნიკურად ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლის მცდელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის საქმეში. მინდა, მადლობა გადავუხადო AIPA-ს წევრ სახელმწიფოებს და მთლიანად ორგანიზაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მრავალი შიდა, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევისა და გარკვეული უცხოელი აქტორების ჩარევის მცდელობების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.

„აღნიშნულმა მიღწევებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში განამტკიცა საქართველოს, როგორც წარმატებული, ინოვაციური და სანდო პარტნიორის როლი და კიდევ უფრო გაზარდა ქვეყნის მიმზიდველობა სხვადასხვა ეკონომიკური პროექტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და შავი ზღვის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

„სწორედ ამ მიზნით მოგმართავთ ინიციატივით, რომ ჩავატაროთ AIPA-სა და PABSEC-ის ერთობლივი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები და მათი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საერთო ინტერესების საკითხებს და შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები