თბილისში PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა
თბილისში PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.

თბილისში პაბსეკის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 68-ე სხდომა გაიმართა.
სხდომა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გახსნა. კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აგრეთვე, კომიტეტის მომავალი სხდომის გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.
როგორც PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოში რვა ქვეყნის დელეგაციის სტუმრობა აქტუალურია ამ სფეროში ურთიერთობების განვითარების კუთხით.
"8 ქვეყნის დელეგაცია გვესტუმრა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის, იმიტომ, რომ თემა არის ძალიან აქტუალური, ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამ თემატიკის გარშემო არაერთი შეხვედრა გაიმართა შარშან პაბსეკის ფარგლებში, დღეს გრძელდება ეს აქტუალური თემა, ხელოვნური ინტელექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ამ მიმართულებით", - აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.
საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პაპსეკის ვიცე პრეზიდენტი, სოფია ვულტეფსი აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა:
"მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ჩვენი მასპინძლობისთვის. ამჯერად ვესწრებით საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ამ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ როდესაც შემდეგ ჯერზე, ათენში შევხვდებით, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორედ ამიტომაა ჩვენი რეგიონისთვის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია", - აცხადებს სოფია ვულტეფსი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„8 ქვეყნის დელეგაცია გვესტუმრა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის, იმიტომ, რომ თემა არის ძალიან აქტუალური, ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამ თემატიკის გარშემო არაერთი შეხვედრა გაიმართა შარშან პაბსეკის ფარგლებში, დღეს გრძელდება ეს აქტუალური თემა, ხელოვნური ინტელექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ამ მიმართულებით“
„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ჩვენი მასპინძლობისთვის. ამჯერად ვესწრებით საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ამ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ როდესაც შემდეგ ჯერზე, ათენში შევხვდებით, მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორედ ამიტომაა ჩვენი რეგიონისთვის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…