პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!

თბილისის დინამომ ეროვნული ლიგის მატჩში გაგრა 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი შეხვედრის 81-ე წუთზე ვეტერანმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ გაიტანა.

თბილისის "დინამო" აგრძელებს სვლას ჩემპიონის ტიტულისკენ. ქეცბაიას გუნდმა "გაგრასთან" დაგეგმილი 3 ქულა აიღო, თუმცა არც ის იყო გამორიცხული, ეს 3 ქულა სხვა მიმართულებით წასულიყო.

მეორე ტაიმში გაგრელებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს და სხვა მომენტებიც შექმნეს. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა მათე ვაწაძე - ვეტერანმა ფორვარდმა ფლანგური პასის შემდეგ ახლო კუთხეში შეაგდო, რაშიც ცოტათი მეკარეც დაეხმარა.

თუმცა ეს ვაწაძის დამსახურებას ოდნავადაც არ აკნინებს. "გაგრას" რაც შეეხება, უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს გუნდი პლეი-აუტში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში ერთადერთი ინტრიგა ის არის, შეძლებს თუ არა "მეშახტე" მიზერული შანსის გამოყენებას და პირდაპირი გავარდნის თავიდან აცილებას.

ამ დროისთვის ლიდერად რჩება "იბერია 1999" (63 ქულა), რომელსაც ამ ტურის თამაში უკვე ჩატარებული აქვს. ბათუმის "დინამო" (62 ქულა) პარასკევს ითამაშებს "დილასთან" და პირველ ადგილზე დაბრუნებას ეცდება. 62 ქულა აქვს თბილისის "დინამოსაც".

მომდევნო ტურში (29 ნოემბერი) დედაქალაქური "დინამო" სტუმრად ითამაშებს "მეშახტესთან", ბათუმის "დინამო" თბილისში ითამაშებს "იბერიასთან" (1 დეკემბერი).

გაგრა-დინამო (თბ) 1:2

0:1 ბა (36, ხარაიშვილის პასით), 1:1 გოშთელიანი (57, ბორჟესის პასით), 1:2 ვაწაძე (81, უელტონ კარვალიოს პასით)

გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ნაზაროვი, პორფირიო (ჭავჭანიძე 46), არსიჩი, ცინცაძე (კეკელიძე 65), ბორჟესი (გურჩიანი 71), ვანდერსონი, სკრიპნიკი, ბლიზნიჩენკო (ადეიეიე 77), გოშთელიანი (ფეიქრიშვილი 77)

დინამო: ფლორესი, ფსალტისი (ჰური 77), კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, უელტონ კარვალიო, ოსეი (სანტუსი 77), დოლტმურზიევი (ტეიშეირა 55), ნინუა, ხარაიშვილი (ვაწაძე 68), ბა

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები