პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა

თბილისის დინამომ გორში დილა ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გოლები ბამ და ვაწაძემ გაიტანეს.

თბილისის "დინამომ" ჰაერივით საჭირო 3 ქულა წაიღო გორიდან და მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა ჯერ არ უთამაშია "იბერიას", რომელიც ორშაბათს "გაგრას" დაუპირისპირდება.

"დინამო" თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას. ანგარიში კი 29-ე წუთზე გაიხსნა, როცა ბამ კარგად ისარგებლა გორელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით, მეორე გოლი 52-ე წუთზე გავიდა, როცა ვაწაძემ პურზიტიდისის პასი შეირგო.

"დინამოს" სხვა შანსებიც ჰქონდა, თუმცა "დილამ" იმდენად უსახურად ითამაშა (და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნაკლები მოტივაციის ბრალი), არანაირი ნიშანი იმისა, რომ გორელებს ქულის გადარჩენა შეეძლოთ, ოდნავადაც არ ჩანდა.

მომდევნო შეხვედრას "დინამო" პარასკევს, 20 ნოემბერს, შინ "ტორპედოსთან" გამართავს, ხოლო "დილა" სტუმრად "გაგრას" შეხვდება.

დილა-დინამო (თბ) 0:2

0:1 ბა (29), 0:2 ვაწაძე (52, პურზიტიდისის პასით)

დილა: სანიკიძე, ეტუ (ფარულავა 64), არაუჟო, პუკეტი (სანიანგი 46), კიკაბიძე, ანოფი, მენთეშაშვილი (ედჰარტი 46), ჯალაღონია, ზარგარი (კობახიძე 64), კანტე, შეყილაძე (გრაბოვსკისი 76)

დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი (კალანდაძე 80), უელტონ კარვალიო, ოსეი (ჰური 72), ბა (კაკაშვილი 80), ტეიშეირა (კვარაცხელია 72), ნინუა, ვაწაძე (დოლტმურზიევი 64)

არბიტრი: ალეკო აფციაური

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები