პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...

თბილისის დინამოსა და იბერია 1999-ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ შედეგით იბერია სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს და თბილისის დინამოს ერთი ქულით უსწრებს.

ამ ფრით, ძალიან დიდი ალბათობით, ისარგებლებს "მესამე ძალა" - ბათუმის "დინამო", რომელიც კვირას აუტსაიდერ ტყიბულის "მეშახტეს" უმაპინძლებს. ზოგადად, თბილისური დერბის შედეგმა პერსპექტივაშიც აჭარული კლუბის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი.

თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და არ ეტყობოდა, რომ ნულოვანი ფრე გველოდა. განა იმიტომ, რომ ბევრი საგოლე მომენტი იყო, უბრალოდ, გამწვავებას არცერთი გუნდი არ ერიდებოდა.

"იბერიას" ვიდეორეფერიმ გაუუქმა 11-მეტრიანი, ხოლო თამაშის მიწურულს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა ვაწაძეს, რომელმაც კვარაცხელია ეფექტური პასის შემდეგ უზუსტოდ დაარტყა.

ამდენად, "იბერია" მეორე ადგილზეა და კვლავ ერთი ქულით უსწრებს თბილისის "დინამოს". მომდევნო ტურში "დინამო" სტუმრად "დილას" შეხვდება (8 ნოემბერი), ხოლო მეორე დღეს მოქმედი ჩემპიონი "გაგრას" მიიღებს.

დინამო (თბ)-იბერია 1999 0:0

დინამო: ფლორესი, ფსალტისი (ლეონარდო სანტუსი 31), კურდიჩი, უგრეხელიძე, პურზიტიდისი, კარვალიო, ნინუა, ხარაიშვილი (კანკავა 72), ჰური (კვარაცხელია 72), ბა (დოლტმურზიევი 56), ტეიშეირა (ვაწაძე 56)

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ტიბუე, დადიანი (ალჰასანი 84), სიხარულაშვილი (ბართიშვილი 78), ქარდავა, ბერიძე (კაფე 58), ძაგანია (ჩიხრაძე 84), ნაჭყებია (ენდე 58)

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები