თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული. ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკები დატოვა, გართულებების რისკი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსია. NCDC-ში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევებით ვირუსის არსებობა უკვე დადასტურებულია.
ცენტრის ცნობით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. შემთხვევები გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. სპეციალისტები ვითარებაზე მეთვალყურეობას აგრძელებენ და ამ ეტაპზე გართულების რისკს არ ხედავენ.
„საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.
ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.
ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.
დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას – განსაკუთრებით, საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიდაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
- პირველი არხიდაავადებათა კონტროლის ცენტრი თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- BM.GE"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს
- TV პირველითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული - NCDC
- POSTVდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: „ჩატარებული კვლევებით ამჟამად
- ნეტგაზეთინოროვირუსითაა გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები – NCDC
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.