ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: "იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების

სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, გურამ ოქროპირიძის განცხადებით, იმ ბაღებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, სრული დეზინფექცია ჩატარდა. თბილისის საბავშვო ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტი ნოროვირუსით არის გამოწვეული, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებენ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: "იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: "იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირებისPOSTV

იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

მისი განმარტებით, ყველა ბაღს აქვს დეზინფექციის დეტალური პროტოკოლი.

„ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს, რა ტიპის დეზინფექცია გააკეთოს და როგორ უნდა გაამკაცროს კონტროლი“, – აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით. ასევე, ცენტრის განმარტებით, თბილისის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული შემთხვევების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს, რა ტიპის დეზინფექცია გააკეთოს და როგორ უნდა გაამკაცროს კონტროლი“
გურამ ოქროპირიძემ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.