პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: „ჩატარებული კვლევებით ამჟამად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: „ჩატარებული კვლევებით ამჟამად
POSTV

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხდებას ავრცელებს.

„საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას – განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. იმედინიუსისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
  2. პირველი არხისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  3. BM.GEოპოზიციური"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს
  4. TV პირველიოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული - NCDC
  5. ალიაოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურინოროვირუსითაა გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები – NCDC
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
რა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები