პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნოროვირუსითაა გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული. ინფიცირებულთა შორის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან, ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უწყება რეკომენდაციებს ავრცელებს და მოსახლეობას ჰიგიენისა და სწორი ჰიდრატაციისკენ მოუწოდებს.

ნოროვირუსითაა გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები – NCDC
ნეტგაზეთი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

NCDC ამბობს, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ბოლო დღეებში ეს ვირუსი ჰქონდათ, უკვე გამოჯანმრთელდნენ და სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს.

„შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება“, – წერია განცხადებაში.

NCDC ამბობს, რომ დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას –

„განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება“.

უწყების განცხადებითვე, ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია:

სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა;

კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება;

დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ბავშვები, რომლებიც ბოლო დღეებში პირღებინებითა და მუცლის ტკივილით მოხვდნენ კლინიკებში თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.

მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ. ამავე დღეს საკითხზე ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.

ფოტო: Georgia Today; ბაღების მართვის სააგენტო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
  2. პირველი არხისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  3. BM.GEოპოზიციური"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს
  4. TV პირველიოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული - NCDC
  5. POSTVსამთავრობოდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: „ჩატარებული კვლევებით ამჟამად
  6. ალიაოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რა არის/როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები