პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს

"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს
BM.GE

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, თბილისში გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული.

საქმე ისაა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში შესაძლო ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

NCDC-ის თანახმად, ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები.

"საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით
  2. პირველი არხისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  3. TV პირველიოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული - NCDC
  4. POSTVსამთავრობოდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: „ჩატარებული კვლევებით ამჟამად
  5. ალიაოპოზიციურითბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურინოროვირუსითაა გამოწვეული ბოლო დროს გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები – NCDC
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაღების მენიუში ყველა პროდუქტი დაბრუნდა - მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე "მიმდინარეობს გამოძიება"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები