უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინაში, ზაკარპატიეში ჩავიდა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი დღეს, 24 ნოემბერს, უკრაინაში, ზაკარპატიეში ჩავიდა, ოლქში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად უნგრელია.
უკრაინაში ჩასვლის შესახებ მადიარი თავად წერს ფეისბუქზე:
„ჩვენ გადავკვეთეთ უნგრეთ-უკრაინის საზღვარი და ჩავედით ზაკარპატიეში. ღმერთმა დალოცოს ყველა უნგრელი სამშობლოში და მსოფლიოში!“ – წერს მადიარი.
უნგრეთის პრემიერმა დღეს ასევე დააანონსა, რომ მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და შეხვდება უკრაინაში მცხოვრები უნგრული თემის ლიდერებს.
„ჰუმანიტარული დახმარების გარდა, მე გადავცემ უნგრელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენს მეზობელს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავდასხმის ქვეშაა. დღეს, 2015 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ზაკარპატიეში ჩადის“ – განაცხადა მადიარმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…