პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კრიტიკა ევროკავშირს და უარი ევროკომისიას - ხუთი ქვეყანა ევროგაერთიანების 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს ბლოკავს და თანხების განაწილების პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ნატო

ხუთი ქვეყანა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს ბლოკავს და თანხების განაწილების პრიორიტეტების, მათ შორის უკრაინის დაფინანსების გადახედვას ითხოვს.

კრიტიკა ევროკავშირს და უარი ევროკომისიას - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ავსტრია ბრიუსელს ბრატისლავიდან პირობებს უყენებენ. ხუთი ქვეყანა ევროგაერთიანების 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს ბლოკავს და თანხების განაწილების პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. მოთხოვნებს შორისაა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ვალდებულებების გადახედვა, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდა და ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება.

სამიტის დასრულების შემდეგ, ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერების ნაწილმა მედიასთან უკრაინის დაფინანსების შეზღუდვა მოითხოვეს. უნგრეთი კიევისთვის სავალდებულო საბიუჯეტო შენატანს არ ეთანხმება, სლოვაკეთი შეიარაღებისთვის ახალი სესხის გაცემაზე უარს ამბობს, ჩეხეთი კი დაფინანსების საერთო ბიუჯეტისგან გამიჯვნას მოითხოვს. განსხვავებულია პოლონეთის პოზიცია - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კიევის დაფინანსება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე იაფი საშუალებაა.

ევროკავშირის საბიუჯეტო პროექტი სტრასბურგშიც გააკრიტიკეს. ევროპარლამენტის სხდომაზე კანონმდებლების ნაწილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და მომავალი თაობის მხარდაჭერისთვის საჭირო დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

გერმანია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია და საფრანგეთი - ევროპული მედიის ცნობით, მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ბრიუსელს საკუთარი პირობები ბერლინმა, ამსტერდამმა, კოპენჰაგენმა, სტოკჰოლმმა, ჰელსინკიმ და ვენამაც წაუყენეს. მოთხოვნებს შორისაა ხარჯების ყველა მიმართულების გადახედვა, თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის დაფინანსების პრიორიტეტად განსაზღვრა და ახალი ერთობლივი ვალის აღებაზე უარის თქმა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანდრეი ბაბიში უკრაინის დახმარებაზე: ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვხარჯავდეთ ამდენ ფულს, როდესაც ყველგან ეკონომიას ვცდილობთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები