პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პეტერ მადიარი უკრაინაში მიემგზავრება, სადაც ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინის კარპატის რეგიონში მიემგზავრება, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასა და მოლაპარაკებებს გამართავს.

პეტერ მადიარი უკრაინაში მიემგზავრება, სადაც ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს
იმედინიუსი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უნგრელებით დასახლებულ უკრაინის კარპატის რეგიონში მიემგზავრება.

როგორც მადიარმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანიც იქნება.

„დღეს ტრანსკარპატიაში მივემგზავრები, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გავმართავ და უნგრული თემის წარმომადგენლებს შევხვდები. მინისტრ ანიტა ორბანთან ერთად უნგრეთის რამდენიმე დაწესებულებასაც მოვინახულებთ“, - დაწერა მადიარმა.

როგორც მადიარმა აღნიშნა, 2015 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ტრანსკარპატიას ეწვევა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უნგრეთის პრემიერი: უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებას არ უნდა უკავშირდებოდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები