უნგრეთი, დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს
უნგრეთი უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს. მიზეზი ქალაქ მუკაჩევოს სადგურიდან 300 მეტრში რუსული დრონის ჩამოვარდნა გახდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს.
როგორც მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი უნგრეთთან ახლოს მდებარე უკრაინულ ქალაქ მუკაჩევოში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი გახდა.
„ცოტა ხნის წინ უკრაინის კარპატის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოს რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში რუსული დრონი ჩამოვარდა. უნგრეთიდან მიმავალი მატარებლის უნგრული ეკიპაჟის წევრები მატარებლიდან ჩამოსვეს. დღეს და ხვალ უნგრეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ვაჩერებთ“, - დაწერა მადიარმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…