პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – ვიცით, რას აქვს მნიშვნელობა მოსამართლე ნადარაიასთვის, არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად, მანამდე ჩვენ იქ არ შევალთ

საკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიამ მოსამართლე რევაზ ნადარაიას „ზონდერი“ უწოდა, მიკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხვალ მის აცილებას მოითხოვს.

ნიკა გვარამია – ვიცით, რას აქვს მნიშვნელობა მოსამართლე ნადარაიასთვის, არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად, მანამდე ჩვენ იქ არ შევალთ
პირველი არხი

ბატონი ნადარაია არის ზონდერი, მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად, მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებს.

„კოალიციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას. ყველა ხედავს, რომ ბატონი ნადარაია მთელი ამ კვირების განმავლობაში ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებას და კიდევ უფრო გასაოცარ არაკომპეტენტურობას. ამ კაცს არ ესმის, რომელი სასამართლოს მოსამართლეა. თავი ჰგონია კვლავ სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი. ზუსტად ასე იქცევა. მისი კომპეტენცია არის წარმოუდგენლად დაბალი საკონსტიტუციო სამართალში, თუ საერთოდ არის. გასაგებია, რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელამდე. ბატონი ნადარაია არის ზონდერი მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად. მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორის ქვეშ, და არამხოლოდ ტერორის ქვეშ, ამ ქვეყანაში.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ვითმენთ წარმოუდგენელ თავდასხმებს მისგან, როგორც სამართლებრივ და პროცესუალურს, ისე პირადს. ვცდილობთ, პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი გეგმები გვაქვს, რა გაგრძელება იქნება ამ პროცესის შემდეგ და ამას ნახავს საზოგადოება. საპროცესო სტადიების გავლის საშუალებასაც არ გვაძლევს მოსამართლე ნადარაია და მასთან ერთად პლენუმი. ამ სასამართლომ გააუქმა მთელი ერთი სტადია, ვითომ ეს არის მტკიცებულებების გამოკვლევა, ვითომ იმ დათქმით, რომ კითხვა-პასუხზე შევძლებდით მტკიცებულებების გამოკვლევას და კითხვა-პასუხიც მიაყოლა, როგორც გაუქმებული. არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე. ყველაფერს ამბობს, წადი, ნახე სარჩელი. მათთან ერთად მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას. მისი ვალია, პასუხს როდესაც ვერ იღებს მოპასუხე, მოსარჩელის თავნებობის და თავხედობის გარდა, მოსამართლეს ვალდებულება აქვს მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ფაქტებზე. თუ არ გვაძლევ ფაქტს, როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ჩვენ ვიცით, რას აქვს მნიშვნელობა მოსამართლე ნადარაიასთვის, არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც, და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად. ეს იქნება ხვალ, მანამდე ჩვენ იქ არ შევალთ. რეალურად ეს არის ფარსი. პროცესი არ მიმდინარეობს, ვიდრე ბატონი ნადარაია აქ ზის, მანამდე პროცესი არ იქნება, ფორმალურადაც კი“, – განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ნადარაიამ ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად - ხვალ მისი აცილების საფუძველზე ფაქტებს წარმოვადგენთ
  2. ალიაოპოზიციური„დღეს პარტია სხდომაზე აღარ შევა, ხვალ კი ნადარაიას აცილების საკითხს დავაყენებთ“ – ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები