საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 25 ნოემბერს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 25 ნოემბერს განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ნაცვლად კითხვებს მოსარჩელე მხარეს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლები დაუსვამენ.
შენიშვნა: ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან ისინი ტექნიკური შესვენების შემდეგ დარბაზში არ გამოცხადდნენ.
სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…