პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს

ფრანგული გამოცემა Foot Mercato უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ვინისიუს ჟუნიორის დამატებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესებული არ არის.

ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
სპორტალი

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს ტრავმების გამო, პსჟ-მ შეიძლება „რეალის“ შემტევი ჟუნიორი დაიმატოს, რაც რბილად რომ ვთქვათ, თავისთავად თავიდანვე საეჭვოდ მოჩანდა.

ჯერ ერთი, ვინისიუსი არაა სასურველ ფორმაში. მეორე და მთავარი - მის მსგავს ჭირვეულ და კონფლიქტურ ფეხბურთელს მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდში ვერ აიტანს.

სწორედ ეს აღნიშნა ფრანგულმა Foot Mercato-მ: „პსჟ ბრაზილიელით დაინტერესებული არ არის და მის შეძენას არ გეგმავს. პარიზული კლუბის სურვილი ნაკლებად ცნობილი, პერსპექტიული ასაკის მოთამაშის და არა ვინისიუსის ტრანსფერია“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები