პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება

პსჟ-ს ყოფილი ნახევარმცველი ჟერომ როტენი აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმები გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. მისი თქმით, ორი ლიდერის არყოფნა პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებაში ხელს შეუშლის.

როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
სპორტალი

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ჟერომ როტენის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს გამოკლება „პარი სენ ჟერმენისთვის“ აუნაზღაურებელი დანაკლისია.

„დუეს ტრავმის გადატანა ძნელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ „კვარა“ დაშავდა. ისინი პსჟ-ს მიერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის წინა ორ ფინალში საკვანძო ფიგურები იყვნენ. ვთვლი, რომ „კვარას“ გამოკლება წელს მესამე ტიტულის მოსაგებად სერიოზული დაბრკოლება გახდება.

ლუის ენრიკემ დუე მარცხენა ფლანგზე დააყენა, რამაც გაამართლა. ვიფიქრე, რომ გუნდის მაღალი დონიდან გამომდინარე, პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა, მაგრამ ახლა დუეს გარეშეც დარჩნენ, ერთდროულად ორი ლიდერის დაკარგვა კი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ძალიან გაართულებს.

მგონია, ნიკო პასი ერთადერთია, ვისაც მათი შეცვლა შეუძლია, თუმცა მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაუჯდებათ“, - განაცხადა როტენმა RMC Sport-ის ეთერში.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები